ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ფერადი სახლის"
და გერმანიის მუნიციპალიტეტის ერთობლივი 2 კვირიანი ბანაკი ქალაქ მარბურგში.
თარიღი: 28 სექტემბერი - 12 ოქტომბერი, 2017 წელი
პროგრამის ფარგლებში ქართველი მონაწილეები დაეხმარებიან ორგანიზაცია pro International-ს სოციალურ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რაც მოიცავს დღეში 4 საათიან აქტივობას, კვირაში 5 დღე( ორშაბათი - პარასკევი)
შაბათი, კვირა და დღის თავისუფალი პერიოდი დაეთმობა:
- ექსკურსიებს,
- ველო ტურს,
- კაიაკებით გასეირნებას
- სხვა სახალისო აქტივობებს.
საცხოვრებელი: მონაწილეები იცხოვრებენ საერთო საცხოვრებელში, რომელიც აღჭურვილია სამზარეულოთი, სველი წერტილებით, საერთო ოთახით და საძინებლებით.
კვება: ბანაკის განმავლობაში მონაწილეები თავად მოამზადებენ საჭმელს, ჯგუფი უზრუნველყოფილი იქნება სასურველი/საჭირო პროდუქტებით.
ბანაკის ლიდერი: ბანაკს გაჰყვება "ფერადი სახლის" წარმომადგენელი
დაზღვევა: პროექტის განმავლობაში მონაწილე დაზღვეული იქნება საერთაშორისო სადაზღვეო პაკეტით.
ადგილმდებარეობა: მარბურგი, გერმანია.
მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაცი ფორმა
პროექტის დეტალები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ლინკზე
შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბანაკის ლიდერს +995 557596559