ტური რომში

თუ რომში მოგზაურობას აპირებთ, სავარაუდოდ ფიუმიჩინოს (ლეონარდო და ვინჩის) აეროპორტში ჩახვალთ, რადგან თითქმის ყველა ფრენა თბილისიდან რომში, ამ აეროპორტში სრულდება.

 

აეროპორტი:

ამჟამად ფიუმიჩინო არის საკმაოდ მაღალი სტანდარტების აეროპორტი. განახლებული, კომფორტული ინტერიერი, პერსონალი საკმაოდ კარგად საუბრობს ინგლისურად, არის უფასო ინტერნეტი.

12507665_1134438993234198_7489562996924014372_n.jpg

 

რომის მეტრო

რომის მეტროს აქვს 2 ხაზი. მთავარი მეტროს გაჩერება, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით ხდება გადასვლა არის Termini .

 ტერმინი არის საკმაოდ მნიშნელოვანი ადგილი, როგორც მეტროს მხრივ , ასევე აქ არის მატარებლის სადგური,  აეროპორტის ავტობუსების გაჩერება და ა.შ ასევე ტურისტული კუთხით მნიშვნელოვანია, რადგან ძირითად ღირსშესანიშნაობებთან სიახლოვით - ფეხით საშუალოდ 15 წუთი.

 

მეორე მნიშვნელოვანი მეტრო სადგური არის ტიბურტინა, სადაც იტალიის ადგილობრივი ავტობუსების გაჩერებაა და რომიდან სხვა ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით გამსვლელი ავტობუსი აქ დაგხვდებათ.


რომის საზ. ტრანსპორტის ბილეთების ფასი:

 

  •     1 ბილეთი - 1,5 ევრო
  •   24 საათიანი - 6 ევრო
  •     3 დღიანი -  16,5 ევრო
  •   7 დღიანი - 24 ევრო

 

ამ ბილეთების გამოყენება შეგიძლიათ მეტროში, ავტობუსში, ტრამვაში.

თუ იყიდით რამდენიმე დღიან ბილეთს, მაშინ ის მხოლოდ ერთხელ უნდა გაატაროთ რომელიმე საზ. ტრანსპორტში  - დაეწერება გატარების თარიღი და როდემდე აქვს ვადა. ბილეთი თან უნდა გქონდეთ ვადის გასვლამდე .

 

როგორ მივიდეთ ფიუმიჩინოს აეროპორტიდან მეტრო „ტერმინამდე“?

 

1)      ყველაზე სწრაფი - ექსპრესს მატარებელი

Leonardo Express . ხანგრძლივობა - 30 წთ. დადის ყოველ ნახევარ საათში ერთხელ 06:00-დან 23:00-მდე.  ბილეთები იყიდება აეროპორტის მთავარ ჰოლში, აეროპორტის მატარებლის სადგურის ბილეთების ოფისსში, ნიუსტდენებთან და აპარატებიდან. ბილეთის ღირებულება 14 ევრო.

 

2)      ადგილობრივი მატარებელი FR1

 აქვს 4 გაჩერება, ბილეთის ფასი 8 ევრო. გადის ყოველ 15 წუთში.

 

3)   ავტობუსი

ავტობუსები გადიან აეროპორტიდან ტერმინის მიმართულებით . ფასი 5-6 ევრო . 

ღირსშესანიშნაობები:

რომი მყარად ინარჩუნებს ანტიკური ქალაქის სახელს, ქალაქში შენარჩუნებულია ძველი იერ-სახე, ისტორიულ კვარტალში არ არის თანამედროვე და ძველი შენობების, არქიტექტურის შერწყმა.

trevi01.jpg

ამ ქალაქზე ხშირად გაიგონებთ უარყოფით ემოციებს მის სისუფთავეზე, ნაკლებად თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია როგორ აღიქვამს თითოეულ ადგილს, მოვლენას ნებისმიერი ადამიანი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს სხვა ელფერს სძენს ქალაქს და მთლიანობაში ანტიკურ ეპოქაში გამოგზაურებთ  

ვფიქრობ, დავიწყოთ ონლაინ ტური ტერმინიდან კოლიზეუმამდე და სხვა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებამდე და ბოლოს დაგხვდებათ საინტერესო ინფორმაცია როგორ იმოგზაუროთ ბიუჯეტურად და რომელი მუზეუმი რომელ დღეს არის უფასო. 

ტერმინიდან ფეხით 15 წუთში თქვენ რომის მთავარ სიმბოლოსთან კოლიზეუმთან მოხვდებით. 

კოლიზეუმი და რომის ფორუმი

ერთ დროს გლადიატორთა სამჭედლო დღეს  ასე გამოიყურება:

inside-the-colosseum-wallpaper-4.jpg

თუ სეზონზე ჩადიხართ და ნახევარი დღე ბილეთის რიგში არ გსურთ გაატაროთ, კოლიზეუში შესასვლელად გირჩევთ წინასწარ იყიდოთ ბილეთები ან დილით ადრე ჩადგეთ რიგში.

კოლიზეუმის გვერდით მდებარეობს რომის ფორუმი, სადაც ანტიკური დროის რომის ისტორია იწერებოდა და სტრატეგიულად მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა.

დღეს კოლიზეუმის და ფორუმის მონახულება 12 ევროდ შეგიძლიათ.

generalforum.jpg

ვენეციის მოედანი

maxresdefault (1).jpg

კოლიზეუმიდან Fiori Imperiali-ის ქუჩას თუ გაუყვებით 1 კმ-ში ვენეციის მოედანზე მოხვდებით.  მოედნის სიმბოლო გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის, ვიტორიანო II-ის ძეგლია.
ეს ადგილი ტურისტებისთვის სამახსოვრო სურათების გადასაღებად საკმაოდ პოპულარულია.
მოედანზე ასევე არის ვენეციის სასახლე, რომელიც  რომში ვენეციის საელჩოს წარმოადგენდა.

პანთეონი
ვენეციის მოედნიდან Seminario და Corso -ს ქუჩებით 10 წუთში პანთეონთან გაჩნდებით.

973f0f3df1f601662d9c705d38f3d011.jpg

პანთეონი დაახლოებით 1800 წელს ითვლის, ის ჯერ ღმერთების სადიდებლად აშენდა, მე-7 საუკუნეში კი ეკლესიად გადაკეთდა. მისი გუმბათი ყველაზე დიდ გუმბათად ითვლებოდა იტალიაში, სანამ ფლორენციის კათედრალი აშენდებოდა. შენობას მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა გუმბათზე, ეს იყო მისი სინათლის წყარო. პანთეონში დაკრძალულია იტალიის მეფეები და მნიშვნელოვანი პირები.პანთეონში შესვლა (გიდირებული ტურის გარეშე) უფასოა.

ნავონას მოედანი 

Roma-caffè-2.jpg

პანთეონიდან Giustiniani-ის ქუჩის გავლით 5 წუთში ნავონას მოედანზე გაჩნდებით. 
აქ შევხდებით მე-17 საუკუნეში აგებულ ფანტანებს.
პირველი ფანტანი ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის  4 მდინარეს:   ნილოსს , განგს, დანუბეს (დუნაის) , რიო დელა პლატას. 
აქ ასევე იხილავთ ნეპტუნის ფანტანს.
ნავონას მოედნიდან მარტივად შეიძლება ფეხით ვატიკანში გადასვლა. თუმცა ამაზე მოგვიანებით.
მოედნიდან 15 წუთში ესპანეთის მოედანია, ცნობილი ესპანეთის კიბეებით:

 

ესპანეთის მოედანი:

 სახელი აქ მდებარე ესპანეთის საელჩოდან მოდის. მოედნის თავში ფრანგული ეკლესიაა, მოედნიდან ეკლესიამდე კი 137 საფეხურიანი კიბე, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია მაისში ყვავილების აყვავებისას. კიბეები როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების თავშეყრის ადგილია.
კიბეების ქვემოთ კი ფანტანია, რომელიც წყლით დაფარულ ნავს განასახიერებს.

piazza spagna.jpg

ესპანეთის მოედნიდან Babuino-ს ქუჩით 10 წუთში პოპოლოს მოედანთან მოხვდებით.

პოპოლოს მოედანი

Piazza_del_Popolo_(Roma,_Italy).jpg

მოედანზე არის 16-19 საუკუნის ფანტანები და ძეგლები, აქვე არის მე-17 საუკუნეში აშენებული 2 სიმეტრიული ეკლესია. ნეპტუნის ფანტანთან კი რომის დამფუძნებლების რემუს და რომოლუსის ძეგლებია , რომლებსაც მგელი კვებავს.

romulusremus-1.jpg

 

071211-statue-of-liberty-popolo.jpg

 

ნეპტუნის ფანტანიდან კიბეებია და ულამაზეს ბაღში ხვდებით ქალაქის პანორამული ხედით.

pincio_760x450.jpg

 

აქედან Corso-ს ქუჩით ტრევის ფანტანთან სულ რაღაც 15-20 წუთში მოხვდებით.

ტრევის ფანტანი 

79429a9c0f6bb4e0a7147c52ca990751.jpg

 

ტრევი რომის უამრავ ფანტანს შორის ყველაზე დიდი და ყველაზე პოპულარულია.
ტურისტებისთვის Must See კატეგორიაა და ამის უნახავად არ წახვიდეთ რომიდან, ხურდა გადააგდეთ და რომში მე-2 მოგზაურობისთვის მოემზადეთ.
ეს მართლა ჯადოსნური ფანტანია, ჩემმა გადაგდებულმა 10 ცენტიანმა რომში მოგზაურობები კვლავ მომიწყო.

rome27.jpg

 

ფანტანი მე-15 საკუნეში შეიქმნა. ულამაზესს და განსაკუთრებულ დიზაინს ქმნის სკულპტურების 20 მეტრიანი კედელი, სავსე სხვადასხვა მითოლოგიური გმირებით. ცენტრში კი  ნეპტუნის ქანდაკებაა, როგორც ზღვის ღმერთის, თვითონ ფანტანი კი ზღვას ასახავს .

როგორ გადავაგდოთ ხურდა ჯადოსნურ ფანტანში :) ?

trevi-fountain-coin.jpg

 

თურმე ხურდის გადაგდებასაც ჰქონია წესები, ესე იგი, დადექით ზურგით ფანტანისკენ, ხურდა გადააგდეთ მარჯვენა ხელით მარცხენა მხრისკენ  ან პირიქით. ზაფხულში ძალიან ხალხმრავლობაა და ფანტანის სიახლოვეს მისვლას შეიძლება დრო დასჭირდეს მაგრამ მაინც სცადეთ.


რესტორნები, პაბები, ბარები 
Trastevere
ტრასტევერეს ნაწილი ერთ-ერთი ულამაზესია, არის შთამბეჭდავი ხედი რომის ღირსშესანიშნაობებზე.

Trastevere_cs.jpg

 

Ponte-Sisto-at-Night_cs.jpg

 

თუმცა ეს ნაწილი გამოირჩევა რომის საუკეთესო რესტორნებით, პაბებით, ბარებით, ღამის კლუბებით. აქ ყოველთვის ხალხმრავლობა და ტურისტებისთვის საინტერესო ამბებია.

trastevere_roma.jpg

 

freni.jpg

 

pizza-larenella-trastevere-475x315.jpg

 

ტრასტევერე მდებარეობს ვატიკანის ქვემოთ, მოხვედრა რომის I მუნიციპალიტეტიდან ძალიან მარტივად შეიძლება, მაგ: ვენეციის მოედნიდან 20 წუთში, ხიდის გავლით ტრასტევერეს კვარტალში შეგიძლიათ მისვლა.

casa-daniela-trastevere-map.gif

 

სანამ ვენეციის მოედნიდან ტრასტევერეზე გადახვალთ , გაიხსენეთ " რომაული არდადეგები" , რადგან გზად Bocca della Verita ანუ ცნობილი ქანდაკება "სიმართლის პირი".

mouth-truth.jpg

 

ძველად, რომაელებს სჯეროდათ, რომ ის ვინც ტყუილს იტყოდა და ამ ქანდაკებაზე ხელს დადებდა, პირი დაიკეტებოდა და მატყუარას ხელი მოყვებოდა. ერთგვარი სიცრუის დეტექტორი იყო რამდენიმე საუკუნის წინ. 
შოპინგი 

რომში უამრავი ადგილია შოპინგის მოყვარულებისთვის.
თუ არმანის, გუჩის და მაღალი მოდის წამომადგენლების ბუტიკში გადაწყვეტთ შესვლას მაშინ ესპანეთის კიბეებთან მდებარე ქუჩები (Condotti-ის ქუჩა) საუკეთესო ვარიანტია.

 

rome (1).jpg

ხოლო საშუალო ფასის ბრენდები HM, Diesel, Levis .. გაინტერესებთ ვენეციის მოედნიდან პოპოლოს მოედნამდე კორსოს (Corso) გრძელი ქუჩა გამოგადგებათ.

უფასო დღეები მუზეუმებში 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს უფასოა:
- ვატიკანის მუზემი

ყოველი თვის პირველ კვირა დღეს უფასოა:

- კოლიზეუმი
- რომის ფორუმი

-------------------------------------
ამით რომი არ ამოწურულა, უამრავი მოედანი და თეტრი, რომელიც ამ პოსტში არ დავწერე , რომის გრძელვადიანი ტურის ტურისტებს ელის.

რომის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობა- ვატიკანი კი იმდენად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია, რომ ცალკე პოსტის დაწერა გადავწყვიტე >> 

 საავტორო უფლებები დაცულია. დაგვიკავშირდით სტატიის სხვა საიტზე განთავსებამდე. 

 

დაგვიკავშირდით:
 მის: პეკინის ქ.#34, ბიზნეს ცენტრი საბურთალო, მე-2 სართული, 0160 თბილისი, საქართველო         info@everywhere.ge    T:. 0322 238831   facebook.com/evtoursgeorgia
© 2017 everywhere.ge All Rights Reserved. Designed By DigitalFrame