ტური ვენაში

1854.jpg

  • მხატვრობა, 
  • მუსიკა,
  • არქიტექტურა, 
  • სიძველე 
  • განვითარებული თანამედროვეობა 

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ასოციაციების, რაც ვენასთან გვაკავშირებს

ქართველი ტურისტები ძირითადად ორიენტირებულნი არიან ბუდაპეშტი-ვენის ან ბუდაპეშტი-ვენა-პრაღის ტურებზე, შედეგად მცირე დროში ვენის სრულყოფილად ამოწურვა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ გირჩევთ წინასწარ განსაზღვროთ რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს თითოეული ძვირფასი წუთი ამ ქალაქში:

  1. ხელოვნების ტური
  2. კლასიკური მუსიკა
  3. ქალაქის ზოგადი მიმოხილვა
  4. სადეგუსტაციო ტური
  5. შოპინგი
თუ პირველად მიდიხართ ვენაში და სტანდარტულად 3 დღე გაქვთ ტურისთვის დათმობილი, ამ პოსტით შევეცდებით გაგიადვილოთ ვენის ზოგადი მიმოხილვის დაგეგმვა.

v-english.png

 

*მეტროს რუკის გასადიდებლად დააკლიკეთ ფოტოზე. 

თუ ბუდაპეშტიდან გადახვედით, მეტრო Erdberg-თან ან Stadium-თან მოხვდებით. აქ არის  ავტობუსების გაჩერება. 1-2 წუთში აღმოჩნდებით მეტროში და ქალაქის ნებისმიერ წერტილში ადვილად გადახვალთ.

მეტროს ბილეთები იყიდება აპარატიდან, ხდება ბილეთის ვალიდაცია და ინახავთ ტრანსპორტირების დასრულებამდე. მართალია სასტუმროს ადგილმდებარეობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, თუმცა ვენის საზ. ტრანსპორტი დროის პრაქტიკულად განაწილებაში დიდ კომფორტს შეგიქმნით. ამიტომ რამდენიმედღიანი pass-ის შეძენას გირჩევთ მეტროს, ტრამვაის თუ ავტობუსით სარგებლობისთვის.

სასტუმროში ჩექ-ინის შემდეგ ბევრი სანახაობა გელით >>

schonbrunn-palace.jpg

შონბრუნის სასახლე - სამეფო სახლის ყველაზე იაფიანი პაკეტი (14 ევრო) ითვალისწინებს სასახლის 22 ოთახის და მიმდებარე ბაღების დათვალიერებას. დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობისას ჩვენ ამ პაკეტს გირჩევთ .

ტურის ხანგრძლივობაა 1 სთ. აუდიო გიდები შეგიძლიათ მოითხოვოთ სასახლეში შესვლისას.

Karlskirche - ძალიან ლამაზი კათედრალი მეტრო Karlsplatz-ის ერთ-ერთ ამოსასვლელთან. ნებისმიერ ამინდში და დღის ნებისმიერ პერიოდში შთამბეჭდავია მისი არქიტექტურა.
შესვლა- 6 ევრო, თუმცა ნამდვილად არ ინანებთ ამ თანხის გადახდას.

11025950_1070756752950574_325435002297024729_n.jpg

მეტრო Karlsplatz ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ვენის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად . აქვე ხდება მეტროს ძირითადი ხაზების გადაკვეთა და ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება.

თუ კი ერთი ამოსასვლელიდან კათედრალთან მივალთ,  სხვა ამოსასვლელები ვენის ოპერასთან აგვიყვანს.

Zoo and Austria 257.JPG

 

თუ ოპერაში შესვლა ბილეთების მაღალი ფასის გამო ვერ მოახერხეთ, დაელოდეთ , საღამოს ოპერის წინ , ღია ცის ქვეშ,  " გარე დარბაზი" შეიქმნება და საშუალება გექნებათ დიდ ეკრანზე უყუროთ Live-ს. თანხის დაზოგვის მიზნით , მართლაც კარგი ვარიანტია, მიღებული ემოციები - შთამბეჭდავი, თუმცა რა თქმა უნდა, ვენის ოპერის შიდა დარბაზში დასწრება სულ სხვა ამბავია.

8668124438_ce5a5a34b7_b.jpg

მეტრო Karlsplatz  როგორც ავღნიშნეთ მნიშნელოვან როლს ასრულებს ძირითადი სანახაობის დასათვალიერებლად. აქედან ფეხით შეგიძლიათ მიხვიდეთ Hofburg-მდე და დაათვალიეროთ დედოფალი სისის მუზეუმი და კოლექციები.

A-Wien-Hofburg-Michaeler.jpg

 

Hofburg-დან ფეხით ჩაუყვებით სხვა ღირსშესანიშნაობებს:

 ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკას 

post_display_cropped_open-uri20130214-12957-qbj1ff.jpg

 

ხელოვნების მუზეუმს

14at-vienna-02-380x285-museum-of-fine-arts.jpg

 

ავსტრიის პარლამენტს

parliament-house-photo_987459-770tall.jpg

 

Rathaus - ქალაქის მერიის გოთიკურ შენობას

Rathaus_gerade.jpg

ვინც სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობთ, აქვე ვენის უნივერსიტეტი "გელოდებათ", თვალი შეავლეთ, ხომ შესაძლებელია რამდენიმე წელში აქ აღმოჩნდეთ :)

7522421372_cb21b93296_b.jpg

ამავე გზაზე შეგხვდებათ ვენის მთავარი თეატრი Burgtheater და თუ დრო გექნებათ, გირჩევთ დაუთმოთ მოგზაურობის რამდენიმე საათი თეატრში გამართულ წარმოდგენებს ან კლასიკური მუსიკის შესრულებას.

image-120793c813914746a68504cae5e978770c79676c74d7295874cd52009c34c696-V.jpg

აქვე შეისვენეთ და მოინახულეთ Cafe Central  130 წლიანი ისტორიით და უნიკალური ინტერიერით.

თუ ფეხით სიარული გეზარებათ ან გადაიღალეთ ან ... ან ... ტრამვაი #1 ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ადგილს  მოკლე დროში შემოგატარებთ. იმავე ხაზს უნდა გაყვეთ Kunsthaus-მდე მისასვლელად. აქ ჩვენი სიტყვები ზედმეტია... შეხედეთ სურათებს, საოცრებაა ასე ფიქრობდე ადამიანი და შეძლო ნაფიქრის ქაღალდზე გადმოტანა, შემდეგ კი განხორციელება რეალობაში.

მუზეუმის შენობა

image-1a16ae25596b6e44b928f39053b19c28f9c7fd1d34e58b55e42bf9da3ce9ee31-V.jpg

8.-Kunsthaus-Wien.jpg

khw_041a.jpg

პირველ სართულზე პატარა კაფეა, რეკომენდაციას ვუწევთ ამ საყვარელ ადგილს ცნობილი ვენური ვაშლის შტრუდელით.

travel-guide-to-vienna02.jpg

Karlsplatz-დან შეგიძლიათ ფეხით ან მეტროს ერთი გაჩერებით მოხვდეთ Stephansplatz-ზე. აქ ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა წმ. სტეფანის რუხი ფერის კათედრალი გვხდებათ. მიმდებარე ტერიტორია შოპინგისთვის ჩასული ტურისტებისთვის ხელსაყრელი ადგილია, თითქმის ყველა ბრენდი მთელი ქუჩის გასწვრივ გვეპატიჟება ფასდაკლებებსა და ახალ კოლექციებზე.

კათედრალის გვერდით ქუჩაზე შესასვლელი თაღია, წინ ჩვეულერბივი ვენური შენობა გვხდებათ, არანაირი პომპეზურობა და დიდი აბრები - ეს მოცარტის სახლია. ტურს 2 სთ-მდე დრო სჭირდება, ბილეთის ღირებულება კი 8 ევროა. რა თქმა უნდა ტურის ხანრგძლივობა თქვენზეა დამოკიდებული, გვინახავს ქართველი ტურისტები მოცარტის ტურის ნახევარ საათში ამოწურვის გამოცდილებით .

eingangmozarthaus.jpg

რამდენიმე საათი გაითვალისწინეთ ბელვედერზეც, ეს გალერეა პრინცის საზაფხულო რეზიდენციაშია განთავსებული. რამდენიმე სართულზე ასობით ნამუშევარი შეგხვდებათ, მათგან ყველაზე მოთხოვნადი გუსტავ კლიმტის ოთახია ცნობილი ნახატით "The Kiss".

caption.jpg

სამწუხაროდ ფოტოს გადაღება აკრძალულია, რაც გულდასაწყვეტია ნამდვილად. ნახატი ჩაბნელებულ ოთახს ანათებს და ნებისმიერ ადამიანს (ბევრად ერკვევა მხატვრობაში თუ ნაკლებად) დაუვიწყარ ემოციებს უსახსოვრებს. აქვე არის ვან გოგის, მონეს, მანეს და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებიც.

ბელვედერს რამდენიმე ნაწილი აქვს, შეარჩიეთ Upper belvedere ნაწილი, სადაც გვხდებათ ზემოთჩამოთვლილი ნახატები. ბილეთის ღირებულებაა 14 ევრო .

18528_1111441308871713_4111278741908100415_n.jpg

 

ვენის მოკლე 2-3 დღიანი ტური დასრულებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. რა თქმა უნდა, ამით ვენა არ ამოწურულა. იმედია ჩემი სუბიექტური ხედვა გამოგადგებათ :) 

 საავტორო უფლებები დაცულია. დაგვიკავშირდით სტატიის სხვა საიტზე განთავსებამდე. 

დაგვიკავშირდით:
 მის: პეკინის ქ.#34, ბიზნეს ცენტრი საბურთალო, მე-2 სართული, 0160 თბილისი, საქართველო         info@everywhere.ge    T:. 0322 238831   facebook.com/evtoursgeorgia
© 2017 everywhere.ge All Rights Reserved. Designed By DigitalFrame