ბუდაპეშტის ვირტუალური ტური

წინა პოსტებში გავიარეთ გზა ბილეთის ყიდვიდან ქუთაისის აეროპორტამდე და ასევე დავწერეთ, თუ როგორ მიხვიდეთ ბუდაპეშტის აეროპორტიდან სასტუმრომდე.

ამ პოსტში  ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობებზე გავამახვილოთ ყურადღება და ვირტუალური ტური მოვაწყოთ. 

რა ვნახოთ, როგორ დავხარჯოთ დრო პრაქტიკულად და როგორ დავზოგოთ თანხა >>

20130927_125149.jpg


 ბუდაპეშტში გამგზავრებამდე გირჩევთ მოკლედ გაეცნოთ ამ ქალაქის ისტორიას, რაც ქალაქის და ბუდაპეშტელების უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ. 

მოემზადეთ ფეხით სასიარულოდ, ეს დაზოგავს თქვენს ხარჯებს და რაც მთავარია, დაგეხმარებათ ქალაქის უკეთ აღქმაში.

რაც შეიძლება ცოტა დრო გაატარეთ სასტუმროში. ზოგადად სასტუმროების მიმართ ჩვენი ხედვა ასეთია, ყველაზე კარგი სასტუმრო არის ჩვენი სახლი და როცა საზღვრებს მიღმა ხარ თითოეული წუთი იმდენად ძვირფასია, რომ ფუჭად არ უნდა დაიკარგოს.


პეშტის მხარე: 

1) Vaci Utca 
დავიწყოთ ვაცის ქუჩიდან - ეს არის შოპინგ ქუჩა, რომელიც  ყოველთვის გადატვირთულია ადგილობრივებით და ტურისტებით. აქ ყოველთვის რაღაც სიახლე და აურზაურია. აქ ყოველთვის მზად არიან ტურისტის დასახვედრად . ამ ქუჩიდან გავდივართ  Vorosmarty ter-ისკენ, სადაც ტურისტული ჯიხურები ნამდვილად შეგიქმნით განწყობას. სუვენირების და ხელნაკეთი ნივთების დიდი არჩევანი კი საჩუქრების ყიდვისთვის მოგამზადებთ. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ გულიაში პურში და სხვა გემრიელობები.

vaciutca.jpg

10984210_998039916874107_4598697301951224730_n (1).jpg

Christmas-Market-Vorosmarty-ter.jpg

 

weihnachtsmarkt__Custom_.JPG

 

piazza-vorosmarty.jpg

 

აქვე იპოვით მინის სავაჭრო ცენტრს სხვადასხვა ბრენდებით .

vorosmarty-ter_7550339.jpg

 

2) სავაჭრო ცენტრის უკან მდებარეობს ვიგადო 

ეს არის ძალიან შთამბეჭდავი საკონცერტო დარბაზი, ულამაზესი ინტერიერით. შიდა ტური არ აქვთ, თუმცა უკეთესია ვარიანტია კონცერტის ბილეთის აღება (500-2000 ფორინტი), რაც გააორმაგებს მიღებულ ემოციებს.

7483_18434923714e93630b70f38.jpg

 

20140310_vigado_belul_torokmatefoto_599.jpg

 

vigado_felujitas_elott_17313_822726.jpg

 

3) კრუიზი  

ლირიული გადახვევა თუ ვიგადოსთან ადვილად ხელმისაწვდომობა?

რა თქმა უნდა ვაცის ქუჩადან შეგიძლიათ ფეხით ჩაუყვეთ პეშტის მხარეს, თუმცა თუ დამატებით 8-9 ევრო გაქვთ, გირჩევთ  იყიდოთ საკრუიზო გემის ბილეთი. ტურისტული გემების ნახვა და მათი ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვიგადოდოს წინ Erzsébet híd - (ელიზაბეტის ხიდთან).

PI31906-hr.jpg

 

PI24739-hr.jpg

 

11013020_995358297142269_3516198457274083468_n (1).jpg

 

ქვედა სურათზე მარცხნივ ვიგადოს შესახვევია, მარჯვენა მხარეს კი ჩანს თეთრი ხიდი, საიდანაც გადიან საკრუიზო ნავები.

11165097_995358343808931_3005475129924114546_n.jpg

 

11178264_995358237142275_6594838298364943383_n.jpg

 

დღის საათებში კრუიზი მოუვლის მთელ პეშტის მხარეს, გაჩერდება მარგრიტის კუნძულზე, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩახვიდეთ და 2 საათის შემდეგ კვლავ გამოჰყვეთ კრუიზს ან არ დატოვოთ გემი და გააგრძელოთ ექსკურსია ბუდას სანაპიროსთან. 

ფოტო  Google-დან ))

RIV_Danube_Budapest_enCA.jpg

 

ეს კი ჩვენი გადაღებული ფოტო 

11164792_877752972295959_6161322858410204917_n.jpg

 გემს აქვს გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი აუდიო გიდი და ყველა ღირსშესანიშნაობას გაცნობთ. ტურის ხანგრძლივობა (კუნძულის გარეშე) - 1 სთ. რეკომენდებულია ტური ჩასვლის პირველ დღეს, მოკლე მიმოხილვის შემდეგ თქვენ უკვე ეცნობით ადგილებს, რომელსაც პირადად ეწვევით და უკვე ვიზუალურადაც იცით, სად რა მდებარეობს.

ასევე შეგიძლიათ სცადოთ ბუდაპეშტის ავტობუსი-გემი, საკმაოდ ორიგინალური გზა ქალაქის დასათვალიერებლად, ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ პატარა ქალაქებში ხმელეთის - ფეხით, მდინარის - გემით მოვლის ვარიანტს. ))

riverride_9.jpg

 

4)  წმ. სტეფანის ბაზილიკა

ბაზილიკა მდებარეობს ჯაჭვის ხიდის მოპირდაპირე მხარეს, ვიგადოსა და პარლამენტს შორის.

20130927_190828.jpg

 

Budapest-IMG_9363_4_5_6_7_8_9_tonemapped-L.jpg

 

ეკლესიაში შესვლა უფასოა, ხოლო თუ გუმბათზე ასვლა და პანორამის ნახვა გსურთ 1000 ფორინტის გადახდა მოგიწევთ, შემდეგ ლიფტით ახვალთ გუმბათზე და ბუდაპეშტის უმშვენიერესი ხედი გადაგეშლებათ.

11178113_1110631665619344_8599351157985947568_n.jpg

 

11148445_997973253547440_7275979924457164548_n.jpg

 

ბოლო ფოტოში გუმბათიდან ვუყურეთ ანდრაშის ქუჩას, ერთ-ერთი მთავარი ქუჩა (ჩვენ მნიშვნელობის გამო რუსთაველის გამზირს ვადარებთ ხოლმე). ქუჩის დასაწყისში ჩანს ქართული Fast-food რესტორანი "ხაჭაპური".  

5) ოპერის სახლი  

ბაზილიკას რომ შემოუვლით, ანდრაშის ქუჩაზე მოხვდებით - ბრენდების, კაფეების,  ტურისტული და შოპინგ ქუჩა, რომელსაც  ოპერის სახლამდე მივყავართ.

opera_budapest_7258.jpg

 

Budapest-Opera-House-Interior.jpg

 

ბუდაპეშტის ოპერა პრესტიჟულ ადგილს იკავებს ევროპის მუსიკალურ სივრცეში. შთამბეჭდავი შენობა მე-19 საუკუნეშია აგებული, ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოსეფის ბრძანებით. 

ოპერაში ყოველ დღე 3-4 სთ-ზე იწყება ტურები მნახველებისთვის.

ტურის ხანგრძლივობა - 45 წთ,

ფასი - 2500 ფორინტი (სტანდარტული ბილეთი). 

6) სინაგოგა  

სინაგოგაში სამწუხაროდ მხოლოდ ბოლო ვიზიტისას შევედი. რეალობამ მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. ასე , რომ თუ დამატებითი 3000 ფორინტი გაქვთ აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს.

PI31913-hr.jpg

 

სინაგოგა მდებარეობს მეტრო ასტორიასთან, ებრაულ კვარტალში. ზოგადად ბუდაპეშტის  თითქმის ყველა უბანი / ღირსშესანიშნაობა ქვეყნის ისტორიას გამოხატავს  - ეს იქნება თურქების შემორჩენილი მონუმენტები  და აბანოები, საბჭოთა თემატიკისთვის მიძღვნილი ძეგლები, ავსტრიული გავლენა არქიტექურაზე და ა.შ მაგრამ ყველაზე თვალშისამჩნევია მე-2 მსოფლიო ომის და ებრაელების თემატიკა.

sinagoga.jpg

 

ბუდაპეშტის სინაგოგა მსოფლიოში მე-2 და ევროპაში ყველაზე დიდი სინაგოგაა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის დროს გეტოს ფუნქციას ითავსებდა და დახვრეტამდე აქ აგროვებდნენ ებრაელ მოსახლეობას. 

ტური გიდის გარეშე 3000 ფორინტი ღირს ( ბუდაპეშტისთვის საკმაოდ ძვირი), თუმცა ნამდვილად საინტერესოა.  

ტურში შედის:

  •  "სიცოცხლის ხის" მონუმენტი,
  •  მუზეუმი, რომელშიც სტანდარტულად კედლებზე დაკიდებული სურათების ნაცვლად, მონიტორები გხვდებათ, თქვენ თვითონ ირჩევთ რომელი პერიოდის ისტორიის ნახვა გსურთ, დააკლიკებთ შესაბამის მომენტზე და ვიზუალური მასალის განლაგებასაც თქვენ არჩევთ.
  • სინაგოგა

11149392_995358100475622_2749275852042659026_n.jpg

 

ეს კი სიცოცხლის ხეა, რომლის ყველა "ფოთოლზე"  ომის მსხვერპლთა სახელები წერია.

7) განვაგრძოთ გზა პარლამენტის მიმართულებით - ჯაჭვის ხიდი

01911.jpg

 


ხიდის მშენებლობა დაიწყო 1839 წელს ინგლისელი ინჟინრის მიერ.
48 მეტრის ხიდი პეშტიდან ბუდას მხარეზე და ბუდას სასახლისკენ მისასვლელად საუკეთესო გზაა. ხიდის ბოლოში შეგიძლიათ ფუნიკულორით ან ფეხით ასავლელი აღმართით ისარგებლოთ, რომლითაც 5 წუთში სასახლეში აღმოჩნდებით. 

8) დანუბეს ფეხსაცმელები

პეშტის მხარეს თუ გავუყვებით რამდენიმე წუთში მივალთ პარლამენტთან. მის წინ კი დანუბეს სანაპიროზე ცნობილი სკულპტურა "დანუბეს ფეხსაცმელებია".

ამ პატარა ქანდაკებებს სულისშემძვრელი ისტორია აქვს - მე-2 მსოფლიო ომის დროს, დანუბეს სანაპირო ებრაელი ტყვეების დასახვრეტად გამოიყენებოდა. ტყვეებს ნაბრძანები ჰქონდათ ფეხსაცმლეების გახდა, რაც მაშინ საკმაოდ ღირებული და შავ ბაზარზე სარფიანი მოგების გარანტია იყო. არცეთი ტყვე არ გადარჩენილა, თუ ტყვია სასიკვდილო არ აღმოჩნდებოდა, მდინარე იმდენად ცივი იყო, რომ მათი გადარჩენის შანსი ნულოვანი ხდებოდა.

ამ პერიოდში, მდინარე დანუბეს "ებრაელების სასაფლაოსაც" ეძახდნენ.

 სკულპტურა მსხვერპლთა მოსაგონრად 2005 წელს შეიქმნა.

11351408_1125811644101346_833772668_n.jpg

 

9 ) პარლამენტი

ბუდაპეშტის პარლამენტი პეშტის მხარეზე უნიკალურ ხედს ქმნის. შენობა 1896 წელსაა აშენებული , იგრძნობა ინგლისური აქრიტექტურის გავლენა. შენობა საკმაოდ დიდია, მოიცავს 691 ოთახს, სიგრძე 268 მეტრს, სიმაღლე კი  96 მეტრს შეადგენს.

11348479_1125814174101093_2037677493_o.jpg

 

პარლამენტში ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურით, რომლის სტანდარტული ბილეთის ღირებულებაა 17 ევრო.
*რეკომენდებულია ბილეთის ყიდვა წინასწარ, ონლაინ ან დილის საათებში ადგილზე. ამით გარანტირებული გექნებათ ტურზე ბილეთი.

11041740_1110630855619425_1555345541468236421_n.jpg

 

10) თავისუფლების სკვერი 

პარლამენტიდან რამდენიმე წუთში აღმოაჩენთ სკვერს, რომელიც რონალდ რეიგანის ძეგლით იწყება.

ძეგლის წინ კი მემორიალია - უნგრელი ერი მადლობას უხდის საბჭოთა განმათავისუფლებელ ჯარებს. 

Reagan szobor a Szabadsag teren_2011.06.30._016j_v400x600.jpg

 

saint-ron2.jpg

 

მემორიალის გასწვრივ დაინახავთ შადრევანს და ქანდაკებას. ქანდაკების წინ "რაღაც" ხდება - ყვავილები, სანთლები, ნივთები, წიგნები, ფოტოები. 2-3 წუთი აუცილებლად გამოყავით, არ ჩაუაროთ გულგრილად.

ბუდაპეშტში წასვლამდე კი,  მოგიყვებით ამ ყველაფრის შესახებ:

11312231_1125815617434282_1342219059_n.jpg

 

წინა წელს უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაედგა ძეგლი მე-2 მსოფლიო  ომის მსხვეპრლთა სამახსოვროდ.

თუმცა ქანდაკება დიდი პროტესტის და დაპირისპირების მიზეზი გახდა. მას გარკვეული ხნის განმვლობაში პოლიცია და მოაჯირები იცავდა მოსახლეობისგან.

გამოსახულია არწივი, ამოტვიფრული თარიღით 1944 ( ამ წელს მოახდა ნაცისტების მიერ უნგრეთის ოკუპაცია), რომელიც თავს ესხმის ანგელოზ გაბრიელს. ამ შემთხვევაში არწივი გერმანიის, ანგელოზი კი უნგრეთის სიმბოლოა.

თითქოს ჩვეულებრივმა ქანდაკებამ მოსახლეობა აიძულა სკულპტურასთან აქციების შემდეგ, მუდმივი საინფორმაციო გამოფენა მოეწყო.

10155391_995033097174789_6549110721753491517_n.jpg

 

11150232_995033183841447_2542578059242046852_n.jpg

 

საქმე კი იმაში ყოფილა, რომ ომის დროს, უნგრეთის მთავრობა თვითგადარჩენის პირობით თვითონვე უგროვებდა ებრაელ უნგრელებს და აბარებდა მათ დასახვრეტად გერმანელებს.

მოსახლეობის აზრით, ეს ქანდაკება მთავრობის მცდელობაა წაშალოს სამარცხვინო ლაქა  და შექმნას ახალი ისტორია იმ პერიოდში დაუცველი და უსუსური ქვეყნის, რომელიც გადაწყვეტილებას თვითონ არ იღებდა.

პატარა სკვერშიც კი ჩანს ერის ხასიათი, თვითმყოფადობა და  რა არის ევროკავშირი - სიტყვის თავისუფლება, აზრის გამოხატვის უფლება.

11) გმირთა მოედანი და ვაიდაჰუნიადის სასახლე

მდებარეობს ანდრაშის ქუჩის ბოლოში, ცენტრიდან გირჩევთ მეტროთი მიხვიდეთ  Hősök tere - მდე.

ეს  ბუდაპეშტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მოედანი შეიქმნა უნგრეთის შექმნის 1000 წლის  აღსანიშნავად 1896 წელს.

გმირთა მოედანზე მდგარ მონუმენტს 35 წლის განმავლობაში ამზადებდნენ. ქანდაკებების კომპლექსში უნგრეთის  მეფეები და გმირები არიან გამოსახულნი. მთავარი სვეტი კი უნგრეთის მფარველი ანგელოზის გაბრიელის გამოსახულებით მთავრდება. თქვენ ასევე შეამჩნევთ 4 ქანდაკებას კოლონებზე, რაც უნგრეთის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს გამოსახავს:

  • ომი
  • მშვიდობა
  • კეთილდღეობა
  • ცოდნა

PI24540-hr.jpg

 

მოედანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინაუგურაციების და მსვლელობების დროს.

ქანდაკებების მოპირდაპირე მხარეს ხელოვნების მუზეუმში შეგიძლიათ შეიაროთ.

მარცხნივ სიმწვანეს შეამჩნევთ, ეს ბუდაპეშტის City Park-ია. აქვე მდებარეობს ვაიდაჰუნიადის სასახლე.

Vajdahunyad-Castle-Budapest-Arial-Photo-Google-Maps.png

 

სასახლე შეიქმნა უნგრეთ-თურქეთის ომის გმირის, ტრანსილვანიელი ვაიდაჰუნიადის საპატივსაცემოდ. ძალიან საინტერესო არქიტექტურაა,  მაშინვე გაგახსენებთ ტრანსილვანიას.

Vajdahunyad-Castlein-Budapest-Hungary.jpg

სასახლეში არის ნადირობის და სოფლის მეურნეობის მუზეუმი. სასახლის ინტერიერი ყოველთვის გვაინტერესებდა, მაგრამ ამ თემატიკის მუზეუმი - ნაკლებად. ამიტომ შიგნით არასდროს შევსულვართ :)

მიმდებარე ტეროტირია დასასვენებლად, "ზაგარისთვის", პიკნიკისთვის არაჩვეულებრივია.

12) Szechenyi Baths 

აქვე მდებარეობს თერმული აბანოები, რითაც ძალიან ამაყობენ ბუდაპეშტელები და განტვირთვისთვის ხშირად მიმართავენ ხოლმე.

Szechenyi-Spa-Baths-Press-Photo-Outdoor-Pool.jpg

 

 ჩვენ არასოდეს გვიცდია, თუმცა  თანამეგზაურმა ბრაზილიელმა ტურისტმა გაატარა რამდენიმე საათი ამ ადგილას და აღფრთოვანებული , დიდი ემოციებით დაგვიბრუნდა სასტუმროში .

13) Margaret Island

თუ თქვენ პარლამენტს გასცდით და მისეირნობთ დანუბეს სანაპიროზე, თუ კრუიზის ტურით არ გისარგებლიათ , მაშინ გირჩევთ Margit Bridge-მდე მიხვიდეთ და ყოველგვარი დანახარჯების გარეშე ქალაქის კუნძულზე აღმოჩნდებით.

121011-budapest-c2-img_0335.jpg

მარგრიტის კუნძული მდებარეობს ბუდასა და პეშტს შორის, მასთან მისვლა შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით - საზოგადოებრივი ტრნასპორტით - ნავით, საკრუიზო ნავებით და ფეხით, თუ ზემოთ აღნიშნულ ხიდს ჩაუყვებით.

აღმოაჩენთ ქალაქის განტვირთვის ადგილს -  სიმწვანე , სიმშვიდე, აქ ყველაფერია რელაქსაციისთვის. კუნძულს გარს აკრავს სარბენი ბილიკი, თვითონ ბილიკი რბილია და ხელს გიწყობს სირბილში )).

margit-sziget.jpg

კუნძულზე არის ღია თეატრი, მომღერალი შადრევანი, აუზები, წყლის კოშკი, სპა-რელაქსაციის ცენტრები, წყლის პარკი, პატარა ზოოპარკი, ისტორიული მონუმენტები.

ბუდაპეშტელებისთვის პიკნიკისთვის და სავარჯიშოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.

მოკლე ისტორია -  ადრე ამ ადგილს კურდღლების კუნძული ერქვა და სამეფო ოჯახის სანადიროდ გამოიყენებოდა. მონღოლების დამარცხების და უნგრეთის სამეფო გავლენის მოპოვების შემდეგ, მეფემ  კუნძული აჩუქა და აქ იზრდებოდა მისი ქალიშვილი მარგრიტი ( მარგარეტა ) .

14) კვების ობიექტები, ბარები / პაბები პეშტში, Szimpla Kert 

მოინახულეთ kiraly utca , რომელსაც ბუდაპეშტის დიზაინის ქუჩას უწოდებენ. დიდი არჩევანია ბარების და პაბების, განსაკუთრებული, ქალაქისთვის დამახასიათებელი დიზაინით.  ქუჩა არის ებრაული კვარტალის მიმდებარედ, რაც საინტერესო რესტორნების აღმოჩენას გვპირდება. ასევე აქვე არის Goszdu Udvar, კაფე-ბარების კომპლექსი, ჩვენ ქართული "შარდენი" შევარქვით.

Ruin pub-ების მოყვარულებს კირალი ქუჩის 46 და 50 ნომრებში საინტერესო ადგილები გელით: " Kuplung" ძველ გარაჟში და "Siraly"

მაგრამ აუცილებლად ცალკე უნდა გამოიყოს Szimpla Kert პაბი. აქ შეფასებები არაერთგვაროვანია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან საინტერესო, ექსტრაორდინარულ  ადგილს აღმოაჩენთ Kazinczy  utca 24-ში.

400459_10150503791048802_657313801_8901829_870660750_n.jpg

 

szimpla 2 (1).jpg

 


ბუდას მხარე

15) ბუდას სასახლე

საინტერესო ისტორია აქვს სამეფო სასახლეს ( Budavári Palota).
13 საუკუნიდან  თურქების მმართველობამდე წარმოადგენდა სამთავრობო სახლს წარმოადგენდა. თურქებთან ბრძოლის დროს განადგურდა სასახლის დიდი ნაწილი. მრავალი წლის განმავლობაში სასახლე  განადგურებული იყო, ბარაკად და სათავსოდ გამოიყენებოდა.

თურქების განდევნის შემდეგ, ავსტრიელების მეთაურობით აღადგინეს სასახლე. დედოფალ მარია-ტერეზას გადაწყვეტილებით სასახლეში ფუნქციონირება დაიწყო უნივერსიტეტმა.

მოგვიანებით სასახლეს კვლავ დაზიანდა მე-2 მსოფლიო ომის დროს. გერმანულ-უნგრული არმია განთავსებული იყო სასახლეში და საბჭოთა ჯარს იქიდან ებრძოდა.

უნგრეთის მრავალფეროვანი ისტორიის მონაწილე შენობა დღეს ისტორიის მუზეუმს და უნგრელი მხატვრების გალერეას აერთიანებს. თუ მხატვრობა გიყვართ, ნამდვილად საინტერესო იქნება თქვენთვის ეს გალერეა, აქ თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის ნამუშევრები და რამდენიმე სართულზეა განლაგებული.

მუზეუმებისთვის 1000-2500 ფორინტი გაითვალისწინეთ (გააჩნია რა პაკეტს აიღებთ). დრო კი 1,5-2 სთ.

1908024_720295684694125_3515379132597031238_n.jpg

 

winefestival1 (1).jpg

 

სასახლის ეზოდან ძალიან ლამაზი ხედია პეშტის სანაპიროზე. ეზოში ხშირად იმართება ფესტივალები. ამ ზაფხულს ჩვენ გვქონდა ტურები ბუდაპეშტის ლუდის ფესტივალის, რომლის ლოკაციაც ბუდას სასახლის ეზო იყო.

16) Fishermans Bastion და Matthias Church

ბუდას სასახლიდან დაღმართი 3-4 წუთი და ძალიან უცნაური, ლამაზი სანახაობა იშლება. მეთევზეების გილდია დისნეილენდის სასახლეს ჰგავს. ყველა შემთხვევაში ხვდებით, რომ რაღაც ჯადოსნურ ადგილას აღმოჩნდით.

050-fishermens-bastion-st-michaels-chapel.jpg

 


ეზოში მეფე მატიაშის ძეგლი და ეკლესია შეგხვდებათ. 1400 ფორინტად შეძლებთ შესვლას და  ტაძრის ინტერიერის დათვალიერებას.

17) თავისუფლების მთა , თავისუფლების ქანდაკება, ციტადელა

ბუდას მხარეზე სანახავი დაგვრჩა თავისუფლების გორაკი / მთა, მოკლედ Gellert Hegy.

კიბეებით აუყვებით მთას, დაგჭირდებათ 20-25 წუთი. ნამდვილად ღირს ასვლა, ძალიან ძალიან ლამაზი ხედის მოლოდინით. გზაზე გხვდებათ ციტადელა, ყოფილი ციხე. შესვლის ღირებულება - 1300 ფორინტი. 

11888038_1617867741829386_5187875584228035023_n.jpg

 

ციტადელას წინ თავისუფლების ქანდაკებაა. ქანდაკება ეძღვნება უნგრეთის გათავისუფლებას ნაცისტური რეჟიმისგან.

show_image.jpg

 

მიმდებარე ტერიტორიაზე გაქვთ საშუალება მოინახულოთ გამოქვაბულის ეკლესია (შესვლა უფასოა). ასევე გელერთ ჰილის თერმული აბანოები. 

 საავტორო უფლებები დაცულია. დაგვიკავშირდით სტატიის სხვა საიტზე განთავსებამდე. 

დაგვიკავშირდით:
 მის: პეკინის ქ.#34, ბიზნეს ცენტრი საბურთალო, მე-2 სართული, 0160 თბილისი, საქართველო         info@everywhere.ge    T:. 0322 238831   facebook.com/evtoursgeorgia
© 2017 everywhere.ge All Rights Reserved. Designed By DigitalFrame