ვენეციის ტური (4)

- დაბრუნება რენენსანსის ეპოქაში,

- წარუშლელი შთაბეჭდილებები,

- აღფრთოვანება,

- ადგილი, რომელსაც ზოგი 1 დღეში ამოწურავს, ზოგი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს ამოიცნოს კუნძული და ჩაწვდეს მის უნიკალურობას. 

მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები - ვენეციაზე შეყვარებულ მოგზაურს :) 

ამ პოსტში არ მოგიყვებით ისტორიის თუ ღირსშესანიშნაობების შესახებ ბევრს. ეს იქნება პრაქტიკული რჩევები და გზა ვენეციამდე. 

  1. აეროპორტი

თუ ვენეციაში უნდა გადაფრინდეთ, გაითვალისწინეთ რომ მარკო პოლოს აეროპორტი ცალკე კუნძულზე მდებარეობს. ვენეციამდე მისვლა შესაძლებელია წყლის ავტობუსით, წყლის ტაქსით და ავტობუსით.

milanvenice2.jpg

ჩვენ გირჩევთ ამ უკანასკნელს. ავტობუსის ბილეთის ღირებულებაა 5 ევრო, ყიდვა შესაძლებელია აეროპორტის ჰოლში. ჩერდება გასასვლელ ფლიგელთან და კუნძულზე გადაგიყვანთ 25 წუთში. 

  1. მატარებელი 

მატარებლის სადგური კი აეროპორტისგან განსხვავებით, პირდაპირ ვენეციის კუნძულზეა. 

სადგურის მოპირდაპირე მხარეს აეროპორტის ავტობუსების გაჩერებაა.  რისი საშუალებითაც (ჩვენი ტურის მიხედვით) მოგზაურობის დასასრულს მიხვალთ აეროპორტთან. 

  1. როგორ წავიდე სასტუმრომდე?

1907718_950088248373924_3073635959442345765_n.jpg

არის რამდენიმე ვარიანტი:

- წყლის ავტობუსები (ვაპორეტო) - ბილეთის ფასია 7 ევრო, ბილეთები იყიდება აპარატიდან ან ნავის მენეჯერისგან.

- კატერი (წყლის ტაქსი) - კომფორტული და სწრაფი. ფასი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, ყურადღებით იყავით დანიშნულების ადგილზე მისვლისას ფასი არ გაიზარდოს. ხშირად , ვითომ ენის ბარიერის გამო,  ამ ხრიკს გამოიყენებენ - შეთანხმებულ ფასს Fifteen-ს მარტივად ზრდიან  fifty-მდე ;) 

- ფეხით, თუ მძიმე ბარგი არ გაქვთ აუცილებლად ფეხით !!!

santa-lucia-venice-railway-station.jpg

ესეც მატარებლის სადგური და მის წინ მდებარე წყლის ავტობუსების გაჩერება.

  1. როგორ აღმოვაჩინოთ ის, რაც ტურისტების წიგნში არ წერია?  

ვენეცია თვითონ მუზეუმია , ქუჩები - ხელოვნების ნიმუში, ხედები - დაუვიწყარი. 

აქ მთავარია ბევრი ფეხით სიარული და ახალ-ახალი ადგილების აღმოჩენა.

11139372_950084521707630_3140174595585920361_n.jpg

 

ვენეციაში რეალურად ვერ დაიკარგები სულ 5 კმ. სიგრძის კუნძულია, რომელთაგან ძირითადი სანახაობები 3 კმ.ზეა , დანარჩენი ნაწილი უფრო ბიენალეს დროს არის პოპულარული. 

მაგრამ ალბათ მიხვდით რა "დაკარგვა" იგულისხმებოდა -  გაიარეთ რუკის გარეშეც , აღმოაჩინეთ ახალი ხედები, ქალაქისთვის დამახასიათებელი ვიწრო და ფერადი ქუჩები, ძველი სასახლეები ლამაზი აივნებით და ყვავილებით.

  1. მთავარი ტურისტული ადგილები

ვენეცია San Marco-ს მოედნის მონახულების გარეშე წარმოუდგენელია.

Basilica di San Marco   - ვენეციის მფარველი წმინდანის სახელზე, საუკუნეების წინ აშენებული ნაგებობა თითქოს ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ვითარდება და მდიდრდება საგანძურით. შესვლილსას აღმოაჩენთ რამდენიმე მუზეუმს, სადაც ძირითადად სიწმინდეებია დაცული.

0341.jpg

ეს შთამბეჭდავი ბაზილიკა ასახავს ვენეციის სახეს, ხელოვნების მწვერვალს და სიდიადეს.

მის მოპირდაპირე მხარეს კი გელით Campanile di San Marco - ვენეციის სიმბოლო , წმ. მარკოს კოშკი - ზარების კოშკი.

კოშკი 97 მეტრის სიმაღლისაა, შეგიძლიათ იყიდოთ ბილეთი და ახვიდეთ ლიფტით ბოლო სართულზე, საიდანაც ვენეციის და მიმდებარე კუნძულების დაუვიწყარი სანახობა გადაგეშლებათ.

კოშკის თავზე ანგელოზ გაბრიელის 3 მეტრიანი ქანდაკებაა დიდი ფრთებით, ქარის დროს კანდაკება ტრიალებს. როცა ანგელოზი ბაზილიკის მხარეს შეტრიალდება, ვენეციელები წყალდიდობას ელიან.

საინტერესო მომენტი კოშკის არსებობიდან:
 1902 წელს ვენეციელებმა კოშკის გარეშე გაიღვიძეს, ქარიშხალმა დაანგრია შენობა. თუმცა ერთხმად გადაწყდა, რომ ვენეცია მისი სიმბოლოს გარეშე არ უნდა დარჩენილიყო და 10 წელში ასეთი კოშკით შეხვდა ვენეცია მოგზაურებს.

Pallazo Ducale - დოჟის სასახლეს რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა : რეზიდენცია, მთავრობის სახლი და იუსტიციის სახლი. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა ვენეციის და ევროპის მომავლისთვის.

b832e8d90cc739d1a0b866e715aae352_l.jpg

231.jpg

disney cruise europe  Doge's Palace in Venice.jpg

 

კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა Ponte di Rialto - რიალტოს ხიდი

მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, ხიდი არაჩვეულებრივ ფონს ქმნის მსოფლიოს ულამაზეს ადგილებს შორის.

დღისით - მწვანე წყლისა და ფერადი სახლების ფონზე, თუ  ღამით - ნავების სინათლეარეკლილი, ნებისმიერ პერიოდში, ძალიან ლამაზ სანახაობას დააფიქსირებს თქვენი ფოტოაპარატი.

>> რა თქმა უნდა, ამით არ ამოწურულა ვენეციის ღირსშესანიშნაობები.
 გირჩევთ ფეხით შემოიაროთ კუნძული , არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ სან.მარკოს მოედნით და მიმდებარე ტერიტორიით, რადგან ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე თქვენთვის საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ.

d3afcbcf-a606-4bd2-a1b9-079a8d6cc30e.jpg

 

ზოგადი რჩევები :

  • სუვენირები სან.მარკოს მოედანზე ყველაზე ძვირია ;)
  • ვენეციური მინა და ნიღბები - ეს ვენეციის დამახასიათებელი სუვენირებია, თუმცა კარგად დააკვირდით ვენეციურ მინას, მეორე მხარეს არც მეტი არც ნაკლები წარწერა - Made in China  შეიძლება შეგხვდეთ ;)

11330016_950087895040626_3159843148785209155_n.jpg

 

  • იგივე რჩევა გაიხსენეთ ტყავის ჩანთების მაღაზიებშიც :))
  • სუვენირების ყიდვისას ფასი არ არის საბოლოო და ადვილად შეგიძლიათ მოლაპარაკება ფასზე;
  • აუცილებლად დააგემოვნეთ მრავალფეროვანი იტალიური სამზარეული, რომელიც არ არის მხოლოდ პიცა. აქ საშუალება გექნებათ ზღვის პროდუქტების სამყაროში მოხვდეთ ან პასტის მრავალსახეობა გასინჯოთ.
  • თუ გონდოლით გასეირნებას გადაწყვეტთ, სამეფო გონდოლა შეარჩიეთ, წინ რკინის ემბლემა უნდა ჰქონდეს. 
  • აქ ყველა კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, გაიღიმეთ და დატკბით თქვენი იტალიური ვოიაჟით.

P.S თუ დრო დაგრჩებათ , აუცილებლად გადადით მიმდებარე კუნძულ მურანოზე , სადაც მზადდება ვენეციური მინა და თქვენ თვითონვე შეძლებთ საკუთარი აქსესუარის დამზადებას >>

GLASS BLOWING.jpg

 

 საავტორო უფლებები დაცულია. დაგვიკავშირდით სტატიის სხვა საიტზე განთავსებამდე. 

Свяжитесь:
Улица Пекини 34, Бизнес-центр Сабуртало, Этаж II, 0160, Тбилиси.        info@everywhere.ge    T:. 0322 238831  www.facebook.com/evtoursgeorgia
© 2017 everywhere.ge All Rights Reserved. Designed By DigitalFrame

Please publish modules in offcanvas position.