ტური საზღვარზე (ჩეხეთი-პოლონეთი) (4)

წეშინი - ადგილი, სადაც ჩეხეთი მთავრდება და პოლონეთი იწყება. საზღვარი კი ქალაქის ხიდზე გადის. ხიდის ერთ მხარეს ჩესკი წეშინია ჩეხეთში , მეორე მხარეს - წეშინი პოლონეთში.

თუ თქვენ პოლონეთში ან ჩეხეთში იმყოფებით და მთავარი ქალაქები უკვე ნახეთ ან ცოტა დრო გაქვთ და თუმცა სურვილი ორივე ქვეყანის მონახულების კატოვიცეს აეროპორტიდან 3 საათის მანძილზე მდებარე ორად გაყოფილი ქალაქის მონახულება საუკეთესო ვარიანტია .

გამყოფი ზოლი ხიდზე, ერთი ნაბიჯი   და ჩეხეთში ხართ ))

პოლონეთის დასაწყისი 

მდინარის მეორე ნაპირას მცხოვრები მეზობელი უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეა :) ჩვენთვის, ქართველებისთვის რაღაც უცხო გრძნობაა მსგავსი საზღვარი ყოველგვარი კონფლიქტური სიტუაციის გარეშე, მარტივი და საინტერესო. 

ლეგენდის თანახმად, ეს ქალაქი მე-9 საუკუნეში დაუარსებია 3 ძმას, ეს კი ის ადგილია, სადაც მათ ქალაქის დაარსება გადაწყვიტეს:

1920 წლიდან კი ქალაქი ორად გაიყო და ნაწილი პოლონეთის საზღვარშია, ნაწილი -ჩეხეთის. პოლონეთის მხარე საკმაოდ განვითარებულია, უფრო მდიდარია ისტორიული ძეგლებით, მაღაზიებით და საინტერესო კაფეებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩა - გლებოკას ქუჩაა ფერადი სახლებით და მაღაზიებით, აქვე მდებარეობს სამი ძმის მემორიალი.

ქუჩის ბოლოში ციხე-სიმაგრეა, რაც ამ ქალაქში ყველაზე ძველ და ისტორიულ ადგილს წარმოადგენს, აქედან იშლება ძალიან ლამაზი ხედი ორივე ქვეყნის მხარეზე.

გლებოკას ქუჩასთან ქალაქის მთავარი სკვერია

წეშინში ასევე დაგაინტერესებთ ლისკას ქუჩა (Lyska), რომელსაც "წეშინის ვენეციასაც" ეძახიან, მე-18-19 საუკუნის, ერთსართულიანი სახლების წინ ჩამომავალი ნაკადული ვენეციის ატმოსფეროს ქმნის.

ჩეხეთის მხარეს. ჩესკი წეშინში ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილს ქალაქის მერიის ეს შენობა წარმოადგენს:

1 დღიანი ტურისთვის ეს ქალაქი კარგი ვარიანტია და თუ ამ ორი ქვეყნის მთავარი ქალაქები ამოწურეთ და წეშინს ესტუმრებით, ვფიქრობ სასიამოვნო მოგონებათ დარჩება თქვენს სამოგზაურო თავგადასავალში.

 

 საავტორო უფლებები დაცულია. დაგვიკავშირდით სტატიის სხვა საიტზე განთავსებამდე. 

Свяжитесь:
Улица Пекини 34, Бизнес-центр Сабуртало, Этаж II, 0160, Тбилиси.        info@everywhere.ge    T:. 0322 238831  www.facebook.com/evtoursgeorgia
© 2017 everywhere.ge All Rights Reserved. Designed By DigitalFrame

Please publish modules in offcanvas position.